გორგასალის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა იზღუდება

კრწანისის რაიონში, გორგასალის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოების განხორციელების გამო მოძრაობა იზღუდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

„აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის” – აცხადებენ მერიაში.

წყარო: newposts.ge