არასრულწლოვანი შვილისა და მისი მეგობრების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს!
შსს-მ 1980 წელს დაბადებული გ.გ. დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილისა და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით.
ასევე დადგენილია, რომ გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით. დანაშაული ხუთიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: newposts.ge