თქვენ ვერა ხართ სამართლის აღმდგენები- ცუდი, არამართალი და გულისამრევები ხართ!- გია კორკოტაშვილი

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა.
ყველაფერი ღმერთის ნებაა,მაგრამ ნუთუ ისიც რომ მიშამ და მისმა ნაბიჭვრების ბრბომ ასე სასიკვდილოდ გაიმეტეს ეს ადამიანი და სიცოცხლე მოუსწრაფეს!

 


მარტო მიშას თავში მოხარშული,შიშისაგან, ნებისმიერი სიბოროტის და სიბინძურისკენ არაა მიმართული ჩემი და ნორმალური ხალხის განრისხება იგი მიმართულია ოცნების იმ მმართველობისკენ რომელთაც საბოლოოდ არ დააყენეს საშველი სამართლის აღდგენას და უნიათობით თუ შეგნებულად საკუთარი სარგებელისათვის(დასავლეთის თვალში) რა მნიშვნელობა აქვს შეურაცყოფილი დატოვეს ერი!
მომგებიანი სიტუაციებისათვის(არჩევნების წინ,პოლიტიკური გაჭირვების დროს) მაშინ მოფრინდება ოცნების თავებში თემიდა რათა ხალხს დაანახვონ მათზე ზრუნვა!
ცუდი, არამართალი და გულისამრევი მმართველები ხართ თქვენ ბატონებო! თქვენ ვერა ხართ სამართლის აღმდგენები, უბრალოდ ის კოზირი რაც ჯალათმა ნაცმოძრაობამ აკეთა სულ ლეიტმოტივად გასდევს თქვენს ყოფას რითიც სარგებლობთ!
ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში, ქვეყნის უმრავლესობა არის ელექტორატის არც კი მეოთხედი(თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფო რესურს და ათას სხვა რამეს)
რამდენი გაუბედურებული ადამიანი იყო თქვენს იმედად, ტფუი მართლა ჩვენს ყოფას, იმიტომ რომ მონური სულისა ყოფილა უმეტესობა და თქვენ კიდევ საკუთარი თავის გარდა არავინ გაინტერესებთ!

გია კორკოტაშვილი