ბახმაროს დასასვენებელი პარკის მოსაწყობად 1,373 მლნ ლარი დაიხარჯება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი, თემატური პარკის მოსაწყობათ ტენდერი გამოაცხადა.

პარკი დაბა ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში უნდა მოეწყოს, რომლისთვისაც 13 805,00 კვ.მ. ფართია გამოყოფილი.

პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული პარკის სრულ რეაბილიტაციასა და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკში მოეწყობა ბილიკები, საგამოფენო სივრცე, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები. გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

შესყიდვის სავარაუდო ღორებულება 11 373 777 ლარს შეადგენს.

ტენდერში განცხადბების მიღება 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.

“რიპორტ.ჯი”