ბოიკოტთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია უცვლელია – დავით ბაქრაძე

დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ეს მოხდა ძალიან დეტალურად გაწერილი, დოკუმენტური ფორმით. ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა, ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა ძალიან დეტალური გაწერილი დოკუმენტური ფორმით.

ყველა ის მოთხოვნა, რომელიც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს.

ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ როგორც ფასილიტატორებმა ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ ქართულ ოცნებას და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ დოკუმენტირებულ პასუხს ქართული ოცნებისგან“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

წყარო: report.ge