დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირების შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს

“მიმდინარეობს კორონავირუსით მეორედ ინფიცირების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირების შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს”.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„სავარაუდო შემთხვევებზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი, PCR-ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს, მიმდინარეობს ამ ადამიანების გენომის კვლევა, რომელიც დროსა და მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალებაც დღეს ქვეყანაში მხოლოდ ლუგარის ცენტრს აქვს. იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად იყო რეინფიცირება, საჭიროა პროფესიულ საბჭოზე კარგად განხილვა და შემდეგ, გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატორიული თუ სხვა არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ ჯერჯერობით, დადასტურებული არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

“:აიპრესი”