ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე საქმეები არის კონკრეტულად ამ ოპოზიციური პარტიის შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საერთო სურათზე – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი, ირმა ნადირაშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.
“ზოგადად, განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრში, თუნდაც რომელიღაც კონკრეტული პარტიის ირგვლივ, ამ პროცესებისთვის არ არის სასარგებლო. თუმცა, მე თავს შევიკავებ ნებისმიერი წინასწარი მოლოდინების თქმისგან და დაველოდები, „გირჩი“ რა განცხადებას გააკეთებს” – აცხადებს ნადირაშვილი.
წყარო: ptn.ge