გერმანიამ ლოქდაუნი 10 იანვრამდე გაახანგძლივა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიაში ლოქდაუნი 2021 წლის 10 იანვრამდე გახანგძლივდება. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ამჟამად გერმანიაში მოქმედი შეზღუდვები ვრცელდება მოქალაქეების შეკრებაზე, მოგზაურობაზე, კულტურულ ღონისძიებებსა და საკვებ ობიექტებზე.

კარანტინის ზომების მოქმედების ვადაზე გერმანიის მთავრობა კიდევ ერთხელ 4 იანვარს იმსჯელებს.

წყარო: itv.ge