იტალია შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს

იტალიის მთავრობამ შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე მოსახლეობას საკუთარი საცხოვრებელი რეგიონის დატოვების უფლება არ აქვს. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ სამუშაო, სამედიცნო ან სხვა გადაუდებელი მიზეზის გამო მგზავრობას.

ახალ შეზღუდვასთან ერთად ძალაში უკვე დაწესებული ე.წ. „კომენდანტის საათი“ და სხვა შეზღუდვებიც დარჩება.

შეგახსენებთ, იტალიაში ხუთშაბათს კორონავირუსით 993 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამასთან, იტალიაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.6 მილიონს აჭარბებს.

წყარო: newposts.ge