ჯავახეთში მოღვაწე მეუფე ნიკოლოზი, რომელსაც ძალზე გაუხარდა “აიფონ 12”-ის მიღება საჩუქრად “აიფონების” მაღაზიისგან და ეს არ დამალა, მოსეირე საზოგადოების აგდებული კომენტარების ობიექტად იქცა. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის მოკლე წერილი გამოქვეყნდა გვერდზე, სახელწოდებით “სპეცრაზმი”, სადაც მოკლედ არის გადმოცემული მეუფე ნიკოლოზის ღვაწლი, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს. გთავაზობთ ამ ჩანაწერს:
ისტორია, რომელიც დღემდე არ არის ცნობილი ფართო მასებისთვის…
– მამა პავლე სად არის, დაუძახეთ გთხოვთ!
– დაჭრილებს აზიარებს !
– ნუ გეშინათ , მოდის მამა პავლე …
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ხშირად მესმოდა ეს ხმამაღალი გადაძახილები ალმოდებულ ქალაქში.
მღვდელი მამა პავლე (ფაჩუაშვილი) დღეს უკვე მეუფე ნიკოლოზი, იყო ის უკანასკნელი ქართველი, რომელმაც ბოლოს დატოვა დაცემული სოხუმი.
მთელი ომის დროს სიკვდილი ფეხ-და- ფეხ დასდევდა და ყველგან გაექცა მას – გუმისთაზეც, სოხუმშიც და, მაშინაც, სოხუმის დატოვება რომ არ უნდოდა, რამდენჯერმე უკან მიბრუნდა და ავარიაში მოყვა…
მოძღვარს დაცემული ქალაქიდან გამოჰყავდა დაჭრილები, ბავშვები, მონასტრის დედები და შემდეგ, თავადაც აფხაზურ გოლგოთას – ჭუბერს შეუდგა ფეხით…
თქვენც იღვაწეთ. თქვენც იშრომეთ. თქვენც იბრძოლეთ ჯარისკაცივით და დაიცავით თქვენივე მიწაზე საკუთარი ხელით აშენებული ეკლესია, იმ დროს, როცა ქვებს გესვრიან, ჯოხებით დაგდევენ და გავიწროებენ იმას გამო, რომ შენივე მიწიდან არ გინდა იძულებით წასვლა.
ზუსტად მეუფეს და მოძმე ერის დამსახურებაა, დღეს კარგი ურთიერთობა რომ ჩამოყალიბდა ქართველებს და სომხებს შორის ახალქალაქში…
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ღმერთმა განსაჯოს ჩვენი ქმედებაც და მეუფის ქმედებაც…
სამწუხაროდ, ასე ვიცით, რაღაცას გავიგებთ და შემდეგ წამს უკვე ჯვარს ვაცვამთ ადამიანს. იქნებ, მეუფეს ასჯერ მეტი აქ გაცემული მოწყალებაში, ვიდრე ეს აიფონია?
აბა დავფიქრდეთ ჩვენ – მე ან შენ, ბოლოს როდის დავეხმარეთ სხვას? თუნდაც სიტყვით..
როდის ჩავთესეთ სხვა ადამიანის გულში იმედი? სიხარული?
ეჰ….