საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში კორონავირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს – ლევან რატიანი

საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში ეს ვირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ადრე ვამბობდით, რომ კორონავირუსს სეზონურობა ახასიათებს, მაგრამ ეს ასე არ არის, ერთადერთი, რაც ჩვენმა პრაქტიკამ გვაჩვენა – საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში ეს ვირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს, დანარჩენი შემთხვევა არ არის დამოკიდებული ასაკსა და თანმდევ დაავადებაზე”, – განაცხადა ლევან რატიანმა „მაესტროს” ეთერში.

მისი თქმით, მიუხედავად კოვიდინფიცირებისა, დედა და ახალშობილი ერთმანეთს არ სცილდებიან.

 

“რეზონანსი”