პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აბორტების აკრძალვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირი, რომელიც კანონს დაარღვევს, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა.
განმარტებით ბარათში ექრვანიამ აღნიშნა, რომ კანონი უზრუნველყოფს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას მისი ჩასახვის მომენტიდან.
ერქვანიას განმარტებით, ეს კანონი დემოგრაფიულ პრობლემასაც მოაგვარებს, აბორტი კი იმ შემთხვევაში იქნება ნებადართული, თუ ორსულობა ქალის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ორსულობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში კანონპროექტით იკრძალება ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა.
პროექტის მიხედვით, უკანონო აბორტი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან/და თავისუფლების აღკვეთას თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.
“ალია”