ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით კმაყოფილია, თუმცა აქვე დასძენს, რომ მისი და ეკატერინე ტიკარაძის პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო.
“ვიცი კრიტიკული შენიშვნები, დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში.
მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ პირადად, არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს და არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ.
კოვიდის ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი.. ახლა გადაიჭრა ეს პრობლემა, მან კი არ გადაჭრა, პრემიერმა გადაჭრა… მადლიერი ვარ მთავრობის – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “დღის კურიერში”.
“რეზონანსი”