კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 158 154-ს შეადგენს.

კორონავირუსის ინფექციისგან დღეს 2 306 პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 129 210 გახდა.

ამ დროისთის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 241, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 671, ​კოვიდ სასტუმროში კი 3 899 ადამიანი.

 

“რუსთავი2”