“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარეობს ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე განიხილება მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ფასილიტატორ ელჩებს წარუდგინეს.

“ჩვენთვის აუცილებელია, რომ ოპოზიციური ერთობა იყოს ძალიან მტკიცე. პოზიციების გაცვლა – გამოცვლას რაც შეეხება, ჩვენ აქამდეც მუდმივი კოორდინაცია გვქონდა სხვა პარტიებთან. განსაკუთრებული საკითხების განხილვა დღეს არ იგეგმება” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

წყარო: itv.ge