მოსკოვში კორონავირუსზე ვაქცინაზე დაიწყო

თავდაპირველად ვაქცინაცია ჩაუტარდებათ რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს – განათლების და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, საქალაქო სოციალური სამსახურების პერსონალს

მოსკოვში პოლიკლინიკების ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის კაბინეტები გაიხსნა, იუწყება РИА Новости.

ჯერჯერობით სულ 70 ასეთი კაბინეტია, წლის ბოლომდე კიდევ 100 გაიხსნება. კაბინეტები დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე მუშაობენ.

თავიდან აიცრებიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები – განათლების, ჯანდაცვის, საქალაქო სოციალური სამსახურების თანამშრომლები. როგორც მერის მოადგილე ანასტასია რაკოვამ განმარტა, ვაქცინაციის უფლება აქვთ არამარტო ექიმებსა და მასწავლებლებს, არამედ სასწავლო და სამკურნალო დაწესებულებების სხვა თანამშრომლებს – კლინინგის პერსონალს, უმცროს სამედიცინო პერსონალს, ადმინისტრაციას.

პროცედურა გასაკეთებლად საჭიროა წინასწარი ჩაწერა, რომელიც ვებგვერდ mos.ru-ზე ორი კვირით ადრე არის შესაძლებელი.

მოსკოველებს შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ არიან 18-დან 60 წლამდე ასაკის, არ აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, არ მიუღიათ მონაწილეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებში, ბოლო 30 დღის განმავლობაში რაიმე სხვა აცრა არ გაუკეთებიათ და არ გადაუტანიათ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია. ასევე საჭიროა პოლიკლინიკაში რეგისტრაციის გავლა. ორსულებისა და მეძუძურ დედებისთვის ვაქცინის გაკეთება ეკრძალებათ.

აცრა ჩატარდება ვაქცინით „სპუტნიკV”, რომელიც გამალეის ცენტრშია შექმნილი. ეს პრეპარატი ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზეა შექმნილი და მისი ძირითადი უპირატესობებია – უსაფრთხოება, ეფექტურობა და გრძელვადიანი გვერდითი შედეგების არარსებობა.

თანდათანობით აცრაზე ჩასაწერად მოქალაქეთა კატეგორიების ჩამონათვალი გაფართოვდება და საბოლოოდ ის დედაქალაქის ყველა მცხოვრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რუსეთში ამ დროისათვის „სპუტნიკV”-ს ორ მილიონზე მეტი დოზაა წარმოებული.

რუსეთის ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას თქმით, მომდევნო კვირის ბოლოსთვის ვაქცინაცია რუსეთის ყველა რეგიონში დაიწყება.

“სპუტნიკი”