საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ თაიფ ერდოღანის განცხადებას არ პასუხობს, რომელმაც მას „ქვეყნის ტვირთი“ უწოდა და პატივისცემისკენ მოუწოდა.
„მე მჯერა პატივისცემის. შეურაცხყოფა პოლიტიკურ ლიდერებს შორის არასწორი მეთოდია“, – განაცხადა მაკრონმა ფრანგულ ინტერნეტ-გამოცემა Brut -თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საფრანგეთმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით დაკარგა ნდობა, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანამ, მისი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კი, ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს.
„საფრანგეთი მაკრონთან ერთად განიცდის ძალიან საშიშ პერიოდს. მინდა, რომ თავი დააღწიოს მაკრონს რაც შეიძლება სწრაფად“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.