სტამბოლის ადმინისტრაცია რუსული ტელეკომპანია НТВ-ს ჟურნალისტების დაკავებას ადასტურებს.
ხუთშაბათს 10.30 სტამბოლის პოლიციამ რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე და თურქეთის მოქალაქე დააკავა, იმ მიზეზით, რომ ისინი უპილოტო საფრენი აპარატების გამოკვლევის ცენტრთან ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ. თურქეთის კანონმდებლობით ამ ობიექტის ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია.