რატომ ვუხდით ხელფასს ან პენსიას საქართველოს უმაქნის პარლამენტარებს?! რა დამსახურებისთვის?!

რატომ ვუხდით ხელფასს ან პენსიას საქართველოს უმაქნის პარლამენტარებს?!
რა #დამსახურებისთვის?!

30 წელია ქვეყანაში ერთიდაიგივე სისტემა ტრიალებს და #განუვითარებელი ქვეყნის სტატუსს ვერ გავცდით!..
უბრალო მოქალაქისგან განსხვავებით, ვინც მთელი ცხოვრება ფიზიურად შრომობდა, ყველა ყოფილმა პარლამენტარმა მაღალი „პაჟიზნენი“ პენსიები უნდა მიიღონ?!
რატომ, ქვეყნის გაყიდვისთვის?!
საქართველო დაინგრა, გაიძარცვა, გაპარტახდა, გაუბედურდა, ხალხი გაღატაკდა….
ქვეყანა ეკონომიკურად გაჩანაგდა, დემოგრაფიულად განახევრდა, შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი მონური შრომის ფასად ლუკმაპურის მოსაპოვებლად საზღვარგარეთ გაადაიხვეწა…
ხელგამოწვდილი მათხოვრებით გავსებულია ქუჩები, გზაჯვარედინები, მოედნები, მიწისქვეშა გასასვლელები, ეკლესიები, სასაფლაოები…
ანუ მათხოვრებით სავსე საქართველოში ვუხდით #პარლამენტარის ჯერ ხელფასს, შემდეგ „პაჟიზნენი“ პენსიას.

ნონა შარაბიძე