22 წლის გოგო მანქანას ისეთი სისწრაფით მართავდა, რომ ადგილზევე დაიღუპა

კახეთის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა და შემთხვევის შედეგად ადგილზე, ამავე ავტომანქანის მძღოლი, 22 წლის გოგო დაიღუპა. გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ მძღოლი მანქანას სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მართავდა.

“მე კარანტინში ვარ. მომხდარი ავარიის შესახებ მეგობრებმა მითხრეს, ფოტოებიც გამომიგზავნეს. ვინც დაიღუპა არის ჩემი ჯგუფელი და ახლო მეგობარი. საერთო მეგობარმა მითხრა, რომ ავარიას გვერდზე აუარა და გააჩერა, ნახა, რომ მანქანაში ჩვენი ჯგუფელი იყო და ადგილზევე გარდაიცვალა.  22 წლის იყო.

ეს გოგო მიდიოდა დიდი სიჩქარით და რადგანაც ნაწვიმარი იყო საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა ბეტონით აშენებულ ბოძს. ეს ბოძი არის შემდეგ გადმოყირავებული და მანქანას დაეცა ზევიდან”, – განუცხადა “მთავარს” კარინა შონიამ.

 

“რეზონანსი”