ამის გამო, ფსიქოზი სჭირს მოსახლეობის უმეტესობას, უიმედობის მომენტი შემოეპარათ- გია კორკოტაშვილი

ადრესატმა თვითონ მიიღოს იმიტომ რომ მე არ ვიცი ვის მივმართო!

ამ covid-19 სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს პატარა წაწუწუნების შემდეგ საზოგადოებამ მხარი აუბა და გამოჯანმრთელება ხალხის სიკეთისკენ უნდა დაიძრას ღვთის მადლით!
სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ადრესატის ყურადღება!

1.აშკარად მოუმზადებელი შეხვდა ქვეყანა მეორე დარტყმას(ვიღაცა ოცნების ფეტიშმა რამე არ დამიწეროს)
2.მთელი ზაფხული გქონდათ იმის დრო შეგეძინათ შესაბამისი აპარატურა და მედიკამენტები!
3.სასწრაფოების რაოდენობა არაა საკმარისი,ეგება ორგანიზაციული მიდგომა არის შესაცვლელი!

მთავარი კი ისაა,რომ 21 საათის შემდეგ ადამიანი კბილის ტკივილმა რომ შოკში ჩააგდოს სხვა ავადმყოფობებზე არ ვლაპარაკობ არც სასწრაფოს პერსპექტივა აქვს და არც აფთიაქის!

ამის გამო ფსიქოზი ჭირს მოსახლეობის უმეტესობას უიმედობის მომენტი შემოეპარათ, ისედაც ხო დალხინებულები ვცხოვრობდით და ეხლა ხო ჰაააა და ეგება რამენაირად გეფიქრათ ამაზეც!

გია კორკოტაშვილი