ნიუ იორკის ჯონ კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ყველა მგზავრი და მათი ბარგი ძაღლებით შეამოწმეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჩასვლიდან სამი საათის შემდეგ, მგზავრებს აეროპორტიდან გასვლის უფლება კვლავ არ აქვთ. თვითმფრინავში მყოფი მგზავრების დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი შემოწმდნენ აფეთქების საფრთხის გამო.
როგორც რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტში“ განაცხადეს, საპასუხო რეისი ნიუ იორკიდან მოსკოვში 3,5 საათზე მეტით გადაიდო. მანამდე, „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო საფრთხის გამო, ჯონ კენედის აეროპორტში მოსკოვი–ნიუ იორკის რეისის მგზავრების ევაკუაცია მოხდა.