თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხთან დაკავშირებით მუქარებისა და შანტაჟის წინაშე ქედს არ მოიხრის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას aa.com-ი ავრცელებს.
„აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა დაძაბულობის მომხრე და მუდამ მხარს უჭერდა მშვიდობას, თანამშრომლობასა და სამართლიანობას. ამ ყველაფრამდე მისასვლელი გზა ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებულ მოლაპარაკებებზე გადის“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი მუქარისა და შანტაჟის წინაშე ქედს არ მოიხრის.
„ჩვენ მუქარისა და შანტაჟის წინაშე ქედს არ მოვიხრით და არ დავუშვებთ იმპერიალისტურ ექსპანსიონიზმს” – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა კვიპროსთან ახლოს ხმელთაშუა ზღვის სადავო წყლებში წიაღისეულის ასათვისებლად გემები გაგზავნა.
წყარო: newposts.ge