ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განცხადა, საჭიროა ახალი პარლამენტის არჩევნები.
“ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა. შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
წყარო: ptn.ge