პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ოფიციალურად ავრცელებს:

 

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ.

მოგახსენებთ, რომ პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები“, – აცხადებს ჯაღმაიძე.