ტყე, მოსახლეობის მიწები და კუნძული ტბაში 1 ლარად მიყიდა სააკაშვილმა სომეხ პოარლამენტარს – რა წერილს ასაჯაროებს ამირან სალუქვაძე?

„მაგის უკან რომ ტყეა, 21 ჰექტარი ნაძვნარი + მაგის წინ მოსახლეობის მიწები და კუნძული ტბაში (7300 კვ.მ)მთლიანად, 40 ჰექტარი, 2011 წელს სააკაშვილმა პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად მიჰყიდა სომხეთის პარლამენტარ ვარდან აივაზიანს.

 

ასევე, ტბაზე 20 წლიანი ლიცენზია 2010 წელს მიჰყიდა მასვე 1832 ლარად. მიწები დავაბრუნებინეთ, მაგრამ ტბას დღემდე ანადგურებს“ – ამ შინაარსის წერილს აქვეყნებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე და ხელისუფლებას ამ და მსგავსი ფაქტებით დაინტერესებას თხოვს:

„დღეს გამომიგზავნეს, 1 ლარად გაყიდული მიწა, პირდაპირი მიყიდვით და მუქთად “მიყიდული” ტბა.
სად ხართ აბა, რომელმა მოაწერეთ ხელი?
პარლამენტში შესვლა კი არა, პოლიტიკასთან საყნოსავ მანძილზე არ უნდა იყოთ!
ხელისუფლებას მივმართავ: გამოიძიეთ, გამოავლინეთ მსგავსი ფაქტები, დასასჯელი დასაჯეთ, ქონება სახელმწიფოს დაუბრუნეთ, თუ ვინმე ბუნებას აზიანებს, შეუწყვიტეთ ლიცენზია, დააჯარიმეთ/დასაჯეთ!“ – წერს ამირან სალუქვაძე.