ტრანსგენდერები 300-ლარიან დახმარებას ითხოვენ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან ტრანსგენდერების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შემოსავლების გარეშე დარჩნენ და დახმარება სჭირდებათ.

ისინი ანტიკრიზისულ გეგმაში მოხვედრასა და 300-ლარიან დახმარებას ითხოვენ.

“იმდენად უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, რომ ბევრი ტრანსგენდერი ქუჩაში დარჩა. არ აქვთ საცხოვრებელი, გამოუშვეს მფლობელებმა ბინებიდან, რადგან ვერ გადაიხადეს ქირა. კვებაზე უკვე ზედმეტია საუბარი, იმდენად მძიმე მდგომარეობაა. სახელმწიფოს მივმართეთ წერილობით, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში მოვხვდეთ, რომ ის 300-ლარიანი დახმარება იქნება თუ 500-ლარიანი, რომელიც გაიცემა სახელმწიფოსგან, ჩვენც ვიყოთ გათვალისწინებული” – ამბობს აქციის მონაწილე “მთავარ არხთან” საუბრისას.

წყარო: ptn.ge