არასდროს არ ვაპატიებ გიორგი ვაშაძეს რაც დღეს ილაპარაკა, სანამ ბოდიშს არ მომიხდის – ნიკა გვარამია

არასდროს არ ვაპატიებ გიორგი ვაშაძეს რაც დღეს ილაპარაკა, სანამ ბოდიშს არ მომიხდის – ნიკა გვარამია!

არასდროს არ ვაპატიებ გიორგი ვაშაძეს რაც დღეს ილაპარაკა,- ასე გამოეხმაურა “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც ის სიცრუის გავრცელებასა და ოპოზიციაში ერთიანობის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.

“არასდროს არ ვაპატიებ გიორგი ვაშაძეს, რაც დღეს ილაპარაკა, სანამ ბოდიშს არ მომიხდის ამისთვის, ნებისმიერი რამ მომიყვანოს მიზეზად. ერთხელ ეს უკვე ჩაიდინა რუსთავი ორზე, სამარცხვინოდ გამტყვრალი მთვრალი, რომ გამოვიდა და რუსთავი 2-ს მეორედ მოსვლა მოუწყო, თურმე რა პროცენტი დაუწერა ეგზიტპოლში, ესეც ახსოვს ყველას. დღეს მეორეჯერ ურცხვ რაღაცას, რომ თურმე მე დავუყენე ხატია დეკანოიძე კანდიდატად არ ვაპატიებ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “მთავარ არხზე” ჩართვისას.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს, მათ შორის ერთ-ერთი კი გიორგი ვაშაძეა.

გვარამიას მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებას გიორგი ვაშაძის მწვავე განცხადებები მოჰყვა და გვარამია ცილისწამებაში დაადანაშაულა.

“თავდასხმის მიზანი არის ის, რომ ნებისმიერ ლიდერს, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი განრიგი, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კონსოლიდაციაში, მას ტალახი ესროლონ. მე შეგახსენებთ „მთავარი არხის“ მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებულ სიუჟეტებს, თითქოს ჩვენ ვეკვრებოდით ბნელ მხარეს.

ნიკა გვარამიას ჩემი ტელეფონი აქვს და არც დაურეკავს, არც გიკითხავთ არაფერი… “, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: bm.ge