აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს,რომ პანდემიის პირობებში შობის დღესასწაულის აღნიშვნა უდიდესი გამოწვევაა და მასშტაბურმა შეკრებებმა შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს.
ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ მადლიერების დღესასწაულის დროს ქვეყანაში ძალიან ბევრი მასშტაბური შეკრება დაფიქსირდა, რამაც კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
მისი თქმით, შობის დღესასწაულზე ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან არდადეგების პერიოდი უფრო ხანგრძლივია.
„ჩვენ წინ რთული პერიოდი გველოდება. მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან რეკომენდაციები და ატარონ პირბადე, მოერიდონ მასშტაბურ შეკრებებსა და მოგზაურობას“, – განაცხადა ფაუჩიმ.