სომხეთში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს 12:00 საათზე ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.
წყარო: report.ge