ერთი და იგივე ხალხი მოდის ხელისუფლებაში, რომლებმაც აგერ 30 წელია დედა უტირეს ქვეყანას!

რაზე მეცინება:
რა მნიშვნელობა აქვს როგორი საარჩევნო მოდელიც არ უნდა დაინერგოს,(პროპორციული, შერეული, მაჟორიტარული, გერმანული თუ ჩინური), ან ახალი ვადამდელი, თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, მე შენ გეტყვი და ახალი სახეები მოვლენ ხელისუფლებაში თუ რა?

 


– იგივე გაცვეთილი პოლიტიკოსები არ მოვლენ ხელისუფლებაში, რომლებმაც აგერ უკვე 30 წელია ქვეყანას დედა რომ უტირეს?!.
ამათი მიზანია როგორმე ხელისუფლების კიბეებზე ავიდნენ და მერე თუ გინდა ქვეყანა მეწყერსაც წაუღია…
მესმის, ისეთი საარჩევნო სისტემა მივიღოთ, ამათ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისათვის ვირის აბანოში რომ გაუშვებს და ხელისუფლებაში საღად მოაზროვნე ღირსეული ეროვნული სულის მატარებელი ადამიანები მოვლენ – არ მითხრათ ახლა ეს შეუძლებელიაო?!.
არა, რა სუსტები ვართ ნამეტანი სამოქალაქო საზოგადოება!..

თეიმურაზ კვარაცხელია