სამწუხაროდ ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით, ისევე, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.
“თავდასხმის მიზანი არის ის, რომ ნებისმიერ ლიდერს, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი განრიგი, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კონსოლიდაციაში, მას ტალახი ესროლონ. მე შეგახსენებთ „მთავარი არხის“ მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებულ სიუჟეტებს, თითქოს ჩვენ ვეკვრებოდით ბნელ მხარეს.
ნიკა გვარამიას ჩემი ტელეფონი აქვს და არც დაურეკავს, არც გიკითხავთ არაფერი…” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს, მათ შორის ერთ-ერთი კი გიორგი ვაშაძეა.
წყარო: itv.ge