ჯანმო: ნუ ჩაეხუტებით ერთმანეთს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დღესასწაულების დროს ახლობლების ჩახუტებისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

 

„საშინელებაა, რომ ხალხს ვეუბნებით: „ნუ ჩაეხუტებით ერთმანეთს“. ეს საშინელებაა, მაგრამ ეს სასტიკი რეალობაა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.