ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ დღეს განახლდება

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ დღეს განახლდება. უმრავლესობის განცხადებით, ფასილიტატორების ჩართულობით გამართული შეხვედრები მათთვის მნიშვნელოვანია, რათა მხარეები საბოლოო კონსენსუსამდე მივიდნენ.

პოლიტიკოსები შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ “ქართული ოცნების” მხრიდან მკაფიოდ ჩანს წითელი ხაზები, რომელიც ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას უკავშირდება. სხვა დანარჩენ საკითხებზე სასაუბროდ კი ისინი მზად არიან.

“ჩვენ სერიოზული მტრის წინაშე ვდგევართ, როგორც ხილული, ასევე უხილავი მტრის წინაშე, მძიმეა გამოწვევები, რომლებიც ჩვენს სუსტ ეკონომიკას უპირისპირდება. აქედან გამომდინარე ყველანაირი სპეკულაცია ამ ფაქტორების გამოყენებით ხელები ამოუტრიალოს მმართველ პარტიას, არის უადგილო.

არის კიდევ მოთხოვნა, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამის პირობა არ არსებობს. ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი ბერკეტი იმოქმედოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მით უმეტეს თუ ფაქტები სახეზეა,” – განაცხადა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ვოლსკი გია ვოლსკიმ.

 

“რუსთავი2”