ხოშტარია – ოპოზიციის იმ ნაწილმა, ვისაც მიაჩნია, რომ ქართულ ოცნებასთან არის პროგრესი, ეს პოზიცია უნდა ახსნას!
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დასვამს შეკითხვებს, თუ რა პროგრესი დაინახეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე კონკრეტულმა ოპოზიციონერებმა.
„როდესაც შენ ადამიანებს ეუბნები, რომ აცხადებ ბოიკოტს და არ შეხვალ პარლამენტში, თუ არ იქნება ხელახალი არჩევნები, აი, ამის გადათქმა, მით უმეტეს ისე, რომ არ ხსნი არაფერს, რა თქმა უნდა, არის ძალიან არაკეთილსინდისიერი, არაგამჭვირვალე, არანთანმიმდევრული და ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა.
ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დაუშვებელია პარლამენტში შესვლა ან რაიმე პროგრესზე საუბარი, ამიტომ დღეს კითხვა, რომელსაც დავსვამ შეხვედრაზე, არის ის, რომ ის ოპოზიციის წევრები, რომლებიც საუბრობენ პროგრესზე შეთანხმებაში, იმის პარალელურად, როცა ოცნება ამბობს, რომ არანაირ არჩევნებზე ლაპარაკი არ არის, უნდა ახსნან, რა პროგრესზე საუბრობენ და არის თუ არა ეს მათთვის შესვლის საფუძველი”, – თქვა ხოშტარიამ.
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება.
წყარო: newposts.ge