ქარელში ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.
13 წლის მოზარდმა 55 წლის ფიზკულტურის მასწავლებლის მხრიდან გარყვნილ ქმედებაზე ინფორმაცია ერთ-ერთ პედაგოგს მიაწოდა.
მოზარდის ინფორმაციით, ფაქტს ადგილი სასწავლო პროცესის დროს ჰქონდა. ინფორმაციის მიღებისთანავე სკოლის დირექციამ ჯერ შიდა მოკვლევა დაიწყო,შემდეგ კი ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ბავშვთა სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.
სკოლიდან ამოღებულია ვიდეო კამერების ჩანაწერები. ფაქტზე გამოძიება 141 მუხლითაა დაწყებული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-9 თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“იმედინიუსი”