რა ელით მდიდარი ქვეყნების ფეოდალური “დემოკრატიის” ტყუილში ჩაძირულ დეფაქტო კოლონიებს, რომელთა მოწინავე რიგებში დღეს საქართველოც დგას?

– ორმაგად ცოდვაა ავადმყოფი, რომელსაც თავი ჯანმრთელი ჰგონია –

გონიერთათვის რთული მისახვედრი არ არის, რომ ,,კოვიდ-19 – ის” რეალურად მძიმე ვირუსთან ,,საბრძოლველად” ეს მსოფლიო რეჟიმული ჩაკეტილობა ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები სავალალო სიღატაკით დასრულდება.

 

არავითარი ექსპერტთა დასკვნები არ ჭირდება იმას, რომ ასეთი პარალიზებული მსოფლიო არნახულ კრიზისში ამოყოფს თავს. ეს ყველა სახელმწიფოზე მწარედ აისახება, მაგრამ ტრადიციულად მდიდარი ქვეყნები როგორმე გადაიტანენ ასეთ პოლიტიზირებული ვირუსის შედეგებს, მაგრამ ღარიბ ქვეყნებს რა ბედი ელით?

ანუ რა ელით მდიდარი ქვეყნების ფეოდალური “დემოკრატიის” ტყუილში ჩაძირულ დეფაქტო კოლონიებს, რომელთა მოწინავე რიგებში დღეს საქართველოც დგას?
არადა ქვეყნის გადარჩენა უპირველესად იმავე ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ კი უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ქართველებს:

ერი ვერც კი გრძნობს, რომ მისი სახელმწიფო კოლონიაა და ყოველგვარი უფლება აქვს აყრილი მსოფლიო ასპარეზზე;

განათლების სოროსულმა სისტემამ სრულებით ამოძირკვა ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნება მომავალ თაობებში და ახალგაზრდობა მსოფლიო ვაიმოქალაქეებად აღზარდა. ეს პროცესი კი მთელი სიმძლავრით გრძელდება დღესაც;
ქართველი საზოგადოება ოკუპირებულია ლიბერალური ტელე დეზინფორმაციით და ხალხს არ აქვს საშუალება ტელევიზიიდან ესმოდეს თავისი რეალური მდგომარეობის შემხსენებელი სიმართლე და არა ეს შეფუთული ტყუილი, რომელიც ხლეჩს და აპანიკებს მოქალაქეებს;

და რაც მთავარია:  დიდ და მდიდარ ერებს ნაკლებად ემუქრებათ კორონა კარანტინების მეშვეობით მათზე გენოციდების განხორციელება და გაღატაკება.

კოლონიად ქცეულ საქართველოს კი გეოპოლიტიკური პრობლემებიც აქვს ყველა სიმძიმესთან და 18 მილიარდ ვალთან ერთად და რაც უმთავრესია ეს ტერიტორია წყალივით ჭირდება უკვე სამარცხვინო პოლიტ-იდეოლოგიურ ქაოსში ჩაძირულ აშშ-ს, სამხედრო ბაზების დასაყენებლად და რუსეთს, ურთულესი კავკასიურ-წინააზიური საზღვრის გასამაგრებლად.

მათ შორის კი როგორც ვამჩნევთ ორივე მუშაობს ამ ტერიტორიაზე, ამავე ტერიტორიის პატრონი და აბორიგენი ქართველობის დეგრადაცია-გადაგვარებაზე.

აი სწორედ ამის გამო ვართ ქართველები ასეთ მძიმე მდგომარეობაში და ამიტომაცაა ამ ქვეყანის მთავრობები მუდმივად ორივე იმპერიის (არა მარტო) აგენტებით დაკომპლექტებული.

სწორედ ამიტომ იდევნება ამ სახელმწიფოში ყველაფერი ქართული და ამიტომაცაა საქართველო ყველაზე ქართველთმოძულე რეჟიმის ხელში. სოროსის ანტიქართული პოლიტიკა კი ამერიკელსაც აწყობს და რუსსაც. (მათ შემდეგ კი არაბს, ირანელს, ინდოელს, თურქს და ჩინელს.)

სწორედ სოროსია ის ანტიქართული ცენტრი, რომელიც ყველასგან იღებს ასტრონომიულ თანხებს საქართველოში ქართული სახელმწიფოებრიობის დასამთავრებლად და ამის გასახორციელებლად ის წარმატებით გვიყენებს ქართველებს. ჩვენ სოროსის ფულით და ჩვენივე ყოველდღიურობით გვანადგურებინებენ უძველეს სახელმწიფოს, ხოლო კორონასთან ბრძოლის ეს ხელოვნურება სწორედ ამ გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს.

გურამ ქართველიშვილი