“რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე შემაწმინდეს ხელი” – ალეკო ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის პარლამენტში შესვლას აპირებს.

ელისაშილმა ინფორმაციას “ჭუჭყიანი ფანტაზია” უწოდა და განაცხადა, რომ მეტ დეტალზე კომენტარს მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

„ახლა შევდივარ ელჩებთან, გამოვალ და გეტყვით ყველაფერს. ვიღაცები რომ დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი… ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და თქვენც გეტყვით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 7 ოპოზიციონერი, მათ შორის ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლას აპირებს.

ამ წუთებში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს.

წყარო: itv.ge