რომის პაპმა საყოველთაო ინდულგენცია გამოაცხადა

რომის პაპმა ფრანცისკემ ცოდვების მასობრივი შენდობის შესახებ განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას ის კორონავირუსის გლობალურ პანდემიას უკავშირებს.

პონტიფიკოსმა ერთი წელი, 2021 წლის 8 დეკემბრამდე, წმინდა იოსების წლად გამოაცხადა. ღვთისმშობლის ბიბლიური მეუღლე, იოსები უკვე 150 წელია კათოლიკური ეკლესიის მფარველად მიიჩნევა.

პაპის თქით, ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პანდემიის თვეებში, ვინაიდან უამრავმა ადამიანმა გაიღო მსხვერპლი კრიზისის დროს ახლობლების დასაცავად და მათი ეს მსხვერპლი შეუმჩნეველი დარჩა.

„წმინდა იოსები შეგვახსენებს, რომ მათ, ვინც ჩრდილშია, უდიდესი როლი შეუძლიათ ითამაშონ გადარჩენის ისტორიაში“ – განმარტა პაპმა და განაცხადა, რომ კათოლიკებს, ვინც გულით მოინანიებს და ილოცებს, ეკლესია სრულ ინდულგენციას (ცოდვების მიტევება) აძლევს.

პაპის თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისას, ინდულგენცია აუცილებელია – განსაკუთრებით ხანდაზმული, ავადმყოფი და მომაკვდავი მორწმუნეებისთვის, ასევე დანარჩენებისთვის, ვინც ვერ ახერხებს მღვდელთან მისვლას და აღსარების ჩაბარებას.