სამი გზა არის სააკაშვილის და მსგავსი  იდეებით შეპყრობილი ადამიანების გასანეიტრალებლად

არის სამი გზა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, იაგო ხვიჩიას, მიხეილ სააკაშვილის, და ბევრი ასეთი იდეებით შეპყრობილი პიროვნებების გასანეიტრალებლად.

 


1. ესაა სტალინური გზა. სტალინი ასეთებს წაიყვანდა ციმბირის ტაიგაში. დღედაღამ ამუშავებდა მინუს 50 გრადუსიან ყინვაში. დააგებინებდა ლიანდაგებს, დაამზადებინებდა ლარიქსის მორებს. ანუ ხალხისთვის სასარგებლო საქმის გაკეთებას აიძულებდა. ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა კრავდა შუბლში ტყვიას და დატოვებდა იქ დაუმარხავს. ამას ახლა რეპრესიებს ეძახიან, სტალინს კი ამის გამო მკვლელად და ტირანად მოიხსენებს ზოგი.
2. მეორე ესაა ცხონებული ბრეჟნევის გზა. ჩააცმევდა თეთრ ხალათს ასეთი იდეებით შეპყრობილ ხალხს და გაუშვებდა სამკურნალოდ საგიჟეში იქნებ შველებოდათ მათ რამე. სხვათა შორის ასეთ ფსიქიურად შეშლილ პაციენტებს დასავლეთი დისიდენტებად მოიხსენიებდა, მაგრამ ლეონიდ ილიჩს ეს არ ანაღვლებდა.
3. მესამე გზა ეს არის ასეთი იდეების მატარებელ ხალხს მისცე გასაქანი, დააფინანსო. შეუქმნა პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გაუწიო რეკლამირება და მოიყვანო სახელისუფლებო ორგანოებში, პარლამენტში… ანუ იმას რასაც დღეს აქვს ადგილი. ამას უკვე დემოკრატიას ეძახიან.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაგალითად ბრეჟნევის მართლაც გენიალური გადაწყვეტილება ყველაზე უფრო მომწონს. ცხოვრების პირველ ეტაპზე ბრეჟნევის წინააღმდეგიც კი ვიყავი ამის გამო, მაგრამ უკვე როცა დღევანდელ სიტუაციას ვხედავ ვფიქრობ როგორ არ ვაფასებდი ლეონიდ ილიჩს.

ირაკლი დოჭვირი