თურქეთში პროკურატურამ 300-ზე მეტი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა

თურქეთში, იზმირის პროვინციის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 300-ზე მეტი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა. სამხედროების დაკავების ოპერაცია თურქეთის 50-ზე მეტ პროვინციაში მიმდინარეობს. ეჭვმიტანილებს შორის მაღალი რანგის სამხედროები არიან.

თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ გიულენის ორგანიზაცია გრძელვადიან კამპანიას აწარმოებდა თურქეთში გადატრიალების მოხდენის მიზნით. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

წყარო: ptn.ge