პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ხესლიუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 “ოპოზიციონერის” კეთილების დისერტაციაზე.
თურმე, ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ…” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება – დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.
განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ დღეს განახლდება.
უმრავლესობის განცხადებით, ფასილიტატორების ჩართულობით გამართული შეხვედრები მათთვის მნიშვნელოვანია, რათა მხარეები საბოლოო კონსენსუსამდე მივიდნენ.