აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პენსილვანიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის შესახებ დონალდ ტრამპის თანაგუნდელების სარჩელი არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ეს არჩევნები დასრულებულია. ჩვენ უნდა შეწყვიტოთ სასამართლო დავების ეს ცირკი და გავაგრძელოთ წინსვლა” – განაცხადა პენსილვანიის შტატის მთავარმა პროკურორმა, დემოკრატმა ჯოშ შაპირომ.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის თანაგუნდელები ფოსტით მიღებული 2,5 მილიონამდე ბიულეტინის ბათილად გამოცხადებას ითხოვდნენ.
წყარო: ptn.ge