მეათე მოწვევის პარლამენტი 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას შექმნის

პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოწვეული იქნებიან ყველა დაინტერესებული სუბიექტები, მათ შორის დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

“ამასთან, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: bm.ge