გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის პირობებშიც, 2021 წლის პირველ კვარტალში პანდემია არ დამარცხდება. ამის შესაებ უცხოური მედია წერს.
როგორც კანცლერი ამბობს, ქვეყანა ვერ შეძლებს 2021 წლის დასაწყისში მოსახლოების დიდი ნაწილის ვაქცინით უზრუნველყოფას, ამიტომ პანდემიის მხრივ ვითარება დიდად არ შეიცვლება.
„ძალიან კარგი იქნება, თუ რეგიონის ადგილობრივი მთავრობები მეცნიერების რჩევას გაითვალისწინებენ და შეზღუდვები გახანგრძლივდება” – განაცხადა მერკელმა.
ამასთან, მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ შესაძლებელი იქნება ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირება და სკოლების გახსნა.
წყარო: itv.ge