ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე კათოლიკოს-პატრიარქთან ყველა სახის შეხვედრა შეზღუდულია.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება, განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, საპატრიარქოდან თუ ვინ დაესწრება სხდომას.
„საქართველოს პატრიარქი ამ დროისთვის მკაცრ იზოლაციაში იმყოფება, ამიტომაც პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება. მას ვარიდებთ ყველანაირს შეხვედრებს”, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების გამო კათალიკოს-პატრიარქი იზოლაციაში იმყოფება, მასთან შეხვედრები 6 დეკემბრიდან მკაცრად შეზღუდულია.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის – შესაბამისი პროცედურა პარლამენტის რეგლამენტითაა განსაზღვრული.
“სპუტნიკი”