რატომ შემოაქვს ელისაშვილს ოპოზიციის შიგნით ასეთი განხეთქილება? – სერგი კაპანაძე ალეკო ელისაშვილზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, სერგი კაპანაძე, ალეკო ელისაშვილის განცხადებას აფასებს.

როგროც სერგი კაპანაძე ამობს, ელისაშვილი ბრალდებები გაუგებარი და სამწუხაროა.

“თქვა, რომ ჩვენ თურმე ფულის აღება დავაბრალეთ და თითქოს, საბოტაჟს ვეწევით. მსგავსი არაფერი ყოფილა არასდროს. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, ელისაშვილი საბაბს ეძებს, შევიდეს პარლამენტში, ამისთვის საბაბად მან კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა, რაც მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე. მას თუ უნდა რომ შევიდეს, უნდა თქვას, რომ შედის. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, რადგან ეს არჩევნები გაყალბდა და ხალხს ნება წაართვეს თავისუფალ არჩევნებზე. თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაიმეს გაუმჯობესების შედეგად, უნდა შევიდეს პარლამენტში და ამ არჩევნებს თავი დაანებოს, თქვას, რომ კი ბატონო, ეს არჩევნები სამართლიანი იყოო, გაუპრავოს ივანიშვილს ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს, თქვას. რატომ შემოაქვს ოპოზიციის შიგნით ასეთი განხეთქილება, გაუგებარია და ეჭვებს აჩენს მის ქვენაზრახვებზე” – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველს“ შესახებ განაცხადა, რომ ისინი შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ ყველაფერი აურიონ.

წყარო: ptn.ge