ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ჩვენ უნდა მივმართოთ სასამართლოს. დაე ბახმა და მისმა ბანდამ გვითხრას, რა დავაშავე? ის, რომ ჩემს ქვეყანას ვიცავ? რის გამო მსჯიან?“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული დროებითი სანქციების ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მისი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის ეგიდით ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება ეკრძალება.