ზოგიერთები ნელ-ნელა შეუერთდებიან პარლამენტის რიგებს – ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე

ბევრი, რომელიც ჯერ კიდევ საჯაროდ აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას, საპირისპირო გადაწყვეტილება აქვს მიღებული – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ოქრუაშვილის თქმით, პოლიტიკოსების ნაწილი, ვისაც პარლამენტში შესვლა გადაწყვეტილი აქვს, 11 დეკემბერს არ დაესწრება პარლამენტის სხდომას, არამედ ნელ-ნელა შეუერთდებიან პარლამენტის რიგებს.

“ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას 11-ში, აპირებენ ნელ-ნელა შეუერთდნენ რიგითობით, მაგრამ არ გამოვა ესე, ამ ადამიანების პარლამენტში შესვლა მაგონებს, 9 აპრილის შემდეგ, რომ კომუნისტურ პარტიაში შედიოდნენ იმ ადამიანებს, წინასწარ ინგრევენ რეპუტაციას, იცი, რომ შეგაგინებენ, არ ვიცი ამას რა ქვია” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

წყარო: itv.ge