13 ტიპის ადამიანი, რომელიც უნდა წაშალო “ფეისბუქმეგობრებიდან”, სანამ ცოცხალი ხარ- მარი ჯაფარიძე

13 ტიპის ადამიანი, რომელიც უნდა წაშალო ფეისბუკმეგობრებიდან, სანამ ცოცხალი ხარ:

 


1. აუცილებლად და პირველ რიგში, ის, ვინც მუდამ ნეგატიურ ონფორმაციას წერს, აზიარებს, ავრცელებს…
ასეთი ადამიანები დეპრესიაში გაგდებენ და შესაძლოა, თვითმკვლელობამდეც მიგიყვანონ. ასეთი ადამიანი ამოიცნობა გამოთქვეფილი მუხლებითა და ჩასისხლიანებული თვალებით…
2. ისინი, ვინც მხოლოდ პოლიტიკურ პოსტებს დებენ. ასეთები აგრესიულობით გამოირჩევიან და კონფლიქტის ზონაა მათი გვერდი. ასეთ ადამიანს ამოიცნობთ პოლიტიკური პოსტებით…
3. ადამიანები, ვისაც კამათის კულტურა არა აქვთ, ჩხუბსა და შეურაცხყოფაზე გადმოდიან, თუ მათთვის მიუღებელი აზრი დააფიქსირე… ამათ ამოიცნობთ ქავერის ფოტოზე მიშას სურათითა და არაადეკვატური ლექსიკით…
4. ბოღმიანები. ასეთი ადამიანების გამო საკუთარ წარმატებებზე არასოდეს უნდა დაწერო, თუ გინდა, რომ მტრები არ გაიჩინო. მათი ამოცნობა შეიძლება ლაიქის არდასმით.
5. ადამიანები (უფრო – ქალები), რომლებიც შენთან დაახლოებულ (დამეგობრებულ) ფრენდ მამაკაცებს ეჩათავებიან და შენზე ეტყვიან – არ უთხრა, რომ გეჩათავებიო ? ამათი ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ ოდესღაც ფრთხილად და დაწვრილებით გამოგკითხა ამ შენს მეგობარზე და ახლა შენზე მეტი ინფორმაცია აქვს მასზე ? ? ?
6. ჭკუის დამრიგებლები. ასეთები სულ თითს გიქნევენ, შენზე უკეთ იციან, რა და როგორ უნდა გააკეთო და მუდმივად ცდილობენ, გასწავლონ, ჭკუა დაგარიგონ და გაიძულებენ, მათი აზრის სისწორე დაადასტურო. ამათ ამოიცნობთ გაშვერილი საჩვენებელი თითის ქნევითა და კოელიოს ფრაზების სიუხვით… ? ? ?
7. ,,ჩემიშურთდამებრძვიან,, ტიპები, რომლებსაც შურიანი ადამიანების ფობია და მანიაკალური შიშის სინდრომი აქვთ… ამათ ამოიცნობთ ფრაზებით – “ვისაცჩემიგშურთარგაიხაროთ”, “ჩემით მივაღწიე და დღეს ყველაზე მაგარი ფიზკულტურის მასწავლებელი ვარ”.
8. ,,დამეხმარეთბიძიებოდეიდებო,, დაბადების დღე უნდა გადავიხადო და ფული არა მაქვს, ჩექმა უნდა ვიყიდო და 500 ლარი მაკლდება, საზღვარგარეთ მინდა წასვლა და 1000 ევრო მჭირდება… ამათ ამოიცნობთ კარგი კომუნიკაბელურობითა და სევდით სავსე პოსტებით, სადაც უიღბლობაზე წუწუნებენ.
9. კასინკიანი უფლისტები, მოამინე ფრენდები… მათი ამოცნობა შეიძლება ფრაზებით – “დაგწყევლოს უფალმა”, “არ გაიხარე მიშას ცოდვით”, ” სატანის მოციქულებოოოოოოო, ამოწყდით ყველა, მეზიზღებით”…
10. ის, ვინც იყენებს სიტყვებს: ,,ღრუზინები,, ,,მეზიზღებით ქართველებო,, ,, მრცხვენია რომ ქართველი ვარ,, და ა.შ. ამ ადამიანებს ამოიცნობთ ბრიოლინით გადავარცხნილი ქოჩრებითა და შეღებილი იღლიებით…
11. სამყაროს ჭიპები, “მევარგალაკტიონები”, “გვირგვინიდამივარდამომაწოდეები”.
12. ისინი, ვინც ამ პოსტს არ დაალაიქებს, რადგან გამოდის, თავი ამოიცნეს…
13. მე, რადგან ვარ სასტიკი, ულმობელი და სისხლსმოწყურებული..
პ.ს. თავს ვგრძნობ მხნედ და მოტივირებულად ?

მარი ჯაფარიძე